
ცოტაც და შენი საყვარელი ყვითელი ხეა, უფრო სწორედ, ყვითელყოფილი. ახლა ერთადერთი გაძარცული ხე....ჯერჯერობით. უყურებ და არ შეგიძლია გული გეტკინოს, ისე გიხარია, შენს სულს რომ ვერ ხდიან საბურველს შემოდგომები ...თუმცა... გულის ჩხვლეტა, რასაც ახლა გრძნობ, გაზაფხულის ყველა გახსენებას ახლავს თან. სამართლიანად შენიშნავ, მარტოსულა გაზაფხულებიც ხომ ვერ ახერხებენ შენს აფერადებას, სამაგიეროდ... აი, ეს ხე კი ხასხასებდა გაზაფხულზე (ალბათ, თორემ შენ არ შეგიმჩნევია საერთო სიმწვანეში)...
რა შვებაა ზოგჯერ, მძიმე პარკი რომ ჩაგიჭრის ხელს და ფიქრებიდან გამოგარკვევს! ხელის შენაცვლებისას ისე ახტიხარ უსიცოცხლო ტროტუარზე, თითქოს საძოვარზე პირველად გამოსული ციკანი იყო. ეზოშიც ისევ შენი მუსიკა ჟღერს: უკანასკნელი თავგანწირვით წყდებიან სახურავებს მომსხო წვეთები. თითის წვერებზე იწევი და შენი სხეული თუ არა, შენ ნამდვილად ცეკვავ აღტაცებით...
26 ოქტომბერი. 2014 წლი.
No comments:
Post a Comment