უ-ფერებ-ობა
(აბდაუბდა ნაამბობი)
(აბდაუბდა ნაამბობი)
ცარიელი ფურცელი, ლეპტოპზე. წამიერი მიშტერება, აბდაუდა აზრები, უფრო სწორედ, უ-აზრ-ობა, სათქმელი არაფერი გაქვს. არადა რაღაც იღრნება შეგნით და წერას გთხოვს. ანდა რაღაცას, არა წერას კოკრეტულად. იქნებ სიმღერაც იყოს ეს რაღაც, მაგრამ საკუთარი ხმის უძლურება, მიჰყვეს მელოდიას... თუ უ-ხმო-ობა (ოჰ, რა ნერვებმომშლელია, როდესაც ამ სიტყვაშ "ხმა" იცვლება "ხმო"-თი)?! იქნებ საცეკვად იღრნება?! თუმცა მკრთალი აღმაფრენა არ არის საკმარისი საკუთარი სხეულის ასატაცებლად და ასე უ-აღტაცებ-ოდ რჩები ჯდომასა და წოლას შორის. ეს მელოდიაც, ხმადაბალი რომაა ცეკვისთვის, დაუნდბლად ხმამაღლა იღვრება მოშავო მოწყობილობიდან. ხმის ჩასაწევ ღილაკამდე კი თითქოს კილომეტრებია. იქნებ ხატვა? ჰა, იქნებ ხატვა უფრო მოკლავს წყურვილს? არა, ამ საღებავებში არ არის სანადო პალიტრა და არ ღირს ხატვა უ-ფერ-ებ-ოდ. თუ უ-ფერებ-ოდ? აქ: ჩაღიმება - ის რაც ყველაზე ალალია. უ-ფერებ-ოდ. ოჰ, უ-ფერებ-ოდ ხომ არაფერი არ ღირს. მორჩა! აქ უნდა დამთავრდეს ჯღაბნა. არც ჯღაბნა არ ღირს, უ-ფერებ-ოდ. საიდუმლო უ-აზრ-ობის, უ-ხმო-ობის, უ-აღტაცებ-ობის, უ-ფერ-ებობის ამოხსნილია: უ-ფერებ-ობა! და, აი, ისიც: სიმღერა, რომელიც მხოლოდ ერთი სიტყვისთვის გიყვარს და მხოლოდ შენ (ალბათ) გიყვარს ის ამ სიტყვისთვის. აჰა, დამთავრება ნოსტალგიურად ტკბილი სიმღერა და მაშინ დავსვათ წერტილი.
უ-ფერებ-ობა.
27 იანვარი, 2016 წელი
No comments:
Post a Comment