ნაცრისფერი სევდა.
უდანაშაულო დამნაშავის განცდა. შეკითხვებით სავსე საკუთარი თვალები.გონს ვერ მოდიხარ,
რა მოხდა, რატომ და როგორ? არც ის იცი დანამდვილებით, მართლა შენ იყავი ეს თუ ვიღაც
სხვა, შენს სხეულში შემოჭრილი. ან იქნებ გეძინა და რაღაც ხანგრძლივი ტკბილ-მწარე კოშმარი
ნახე??? ყრუ ტკივილის ქვეშ ღრმად ჩალექილი ლამაზი მოგონებები, რომლებსაც აღარ შეუძლიათ
ზედაპირზე ამოსვლა და ძველებურად ციმციმი... ჩამოშვებული ფარდა...უსუსური მცდელობა,
თავიდან აგეცილებინა ასეთი ბოლო. საკუთარ და სხვის ნერვებსა და გრძნობებზე თამაშობდი
მხოლოდ. „დასასრული“- საშინელი სიტყვა, რომელიც ყველაფერს სადღაც ბნელ კუნჭულში ტენის
დაუნდობლად... მხოლოდ შენ იცი, რომ სხვანაირად არ შეგეძლო ...მიბოდიალობ შენს ფიქრებში მხრებაჩეჩილი, თავჩამოშვებული,
ოდნავ შესველებული თვალებით და მარტო შენს სხეულში ჩაკარგული აცახცახებული ხმა გესმის.
არსად ჩამოსაჯდომი, მისაყრდნობი...მხოლოდ უსასრულო მუქი ნაცრისფერი, სინესტე, სუსხი....
გულნატკენად შემოგყურებს სარკიდან დაღვრემილი
არსება და გეკითხება: “ღირდა კი?“ - პასუხი არ არის... მხოლოდ ნაცრისფერი სიცარიელე
და სრული მარტობაა. და კიდევ, უდანაშაულო დამნაშავის განცდა....
No comments:
Post a Comment