
ჩემს
წელზე მინდოდა მომეყოლა, ხომ უნდა იცოდე, იფიქრო თუ არა ჩემი სურვილის შესრულებაზე:
კარგი
წელი იყო, ახალი სამსახური... მერე მეორე ახალი სამსახური... თოვლის პაპა, შენ ხომ
იცი, რა კარგები არიან ბავშვები?! ჰოდა, დიდი ფუფუნებაა, შენს თვალსა და ხელს შუა რომ სწავლობდნენ
და იზრდებოდნენ. მარა, კი დავიღალე ძალიან, ახლაც ძლივს ვაკაკუნებ კლავიატურაზე თითებს.
პირობა რომ მქონდა დადებული, სამაგისტროს დავიცავ და ამის მეტად ასეთი დატვირთული აღარ
ვიქნები არასოდეს, თუ გაუსაძლისად არ მჭირდებოდა ფული-მეთქი, ვერ შევასრულე. თუმცა
პირობის ასე არშესრულებას არა უშავს, ხო? მთვარია სხვა პირობები შევასრულო. შენ რას
იტყვი?
კიდევ,
გული ვიჯერე და ტელევიზიები ავატალახე და უმეტსად თავს არ ვირცხვენდი, შენ ალბათ კარგად
ვერ გამიგებ, რა გრძნობაა კამარების წინ პრანჭვა, ისე ჩუმად დაიპარები ბუხრებიდან და
ფანჯრებიდან.
ფსიქოლოგიის
გვერდიც გავაკეთე facebook-ზე და ნელნელა
იკრებს მოწონებებს. წელს ალბათ იმ ძირითად საქმეზეც დავიწყებ ზრუნვას, რისი საძირკველიც
არის ეს. ჩვენს საიტსაც უფრო აქტიურად მივხედავთ მე და ჯუდა.
პრინციპულობის
და სამართლიანობის გზაზე სიარულიც შედარებით განმტკიებული ნაბიჯებით დავიწყე და პირობას
გაძლევ, ბოლოსდაბოლოს გავხდები ძლიერი გოგო!
კიდევ
რა მინდა გთხოვო, იქნებ შობას, ან ველით ახალ წელს, ან დაბადების დღეზე ლილი ბაბოსთან
მიხვიდე. პირველი წელია მისთვის იმ ქვეყნად ყოფნის და არ გაუჭირდეს, იქნებ ცოტა გაახალისო.
დაჯექი და რამე მოაყოლე, ხო იცი, როგორ უყვარს ლაპარაკი! მეც დამავიწყდა მისთვის საჩუქრის
ყიდვა (სახლში ყველას ვუყიდე, არადა, ჩემი თავის ჩათვლით). გადაეცი, რომ ყველანი კარგად
ვართ, რომ ცოტნემ მოუმატა ბუტბუტს.
კარგი
ახლა, მე კი მინდა, რომ წერა დამებედოს, მაგრამ აღარ შეგაწყენ თავს.
ჰო,
ისიც უნდა გითხრა, სალამურის დაკვრის სწავლა რომ დავიწყე! ხომ იცი, რატომ მიყვარს სალამური
განსაკუთრებით?! ნამდვილი მისწრებაა უხმოებისთვის, თუ უკრავ, ვერ იმღერებ ვერანაირად,
ყელიდან კიდე მაინც უშვებ, რაც რამ გაქვს ამოსაღერღი!
მომავალ
წლამდე.
ლიკა.